მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელია კიევში მის თანამებრძოლს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება“- ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე

„არ მგონია რომ პარლამენტში შესვლით შესაძლებელია რაიმე სახის კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენ გვექნება თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისთვის ძალიან კარგი ერთი პლატფორმა,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, ამჟამად პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია კიევში მის თანამებრძოლ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება, პარტია თუ დაკარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას მაშინ გაგვიჭირდება ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე.

აქ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეჟიმი რომელიც გვებრძვის ყველა იარაღის გამოყენებით, მათ წინააღმდეგ ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული იარაღი. ილუზია არ მაქვს რომ პარლამენტში შესვლით შეიძლება რამე გადაწყდეს, ან რაიმე სახის კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ ჩვენ გვექნება თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისთვის ძალიან კარგი ერთი პლატფორმა.

რაც შეეხება განწყობებს, ჩვენ ბოიკოტი დავიცავით პრინციპულად ბოლომდე. შეთანხმებასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით ასეთი იყო დამოკიდებულება: ნიკას განთავისუფლების შემდეგ გაიხსნებოდა დისკუსია და ამაზე ვიმსჯელებდით ყველა ერთად“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ნიკა მელია ძალიან მალე დაბრუნდება კიევიდან.

„იცით რომ დიდი ხანია არ ყოფილა ქვეყნიდან გასული და არ უნახავს მისი თანამებრძოლები და მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც, ამიტომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრაა და გარდა ამისა მეგობრები ხვდებიან ხოლმე ხშირად ერთმანეთს და ეს ჩვეულებრივი ამბავია მეგობრებს შორის“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია პარტიის წევრებთან ერთად კიევში გაემგზავრა.

მელიასთან ერთად კიევში კობა ნაყოფია, პეტრე ცისკარიშვილი, ეკა ხერხეულიძე, კახა ოქრიაშვილი და აკაკი მინაშვილი გაემგზავრნენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ნიკა მელია კიევში გაემგზავრა

✅„მერობის კანდიდატობას არ გამოვრიცხავ“ - ნიკა მელია

✅„მომგები კანდიდატი დაიდოს და მე ვიქნები პირველი, ვინც მხარს დაუჭერს“ - ნიკა მელია