მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო ბურჯანაძე: 11 დეკემბერს პარტიები ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ პარლამენტში არ შედიან

ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე

„კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი განხორციელდება. ეს იქნება ხელმოწერა იმაზე, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატები პარლამენტში არ შედიან და დეპუტატის სტატუსზე უარს აცხადებენ. ამავდროულად პარტიების თავმჯდომარეები ჩახსნიან სიებს“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციაში მსჯელობენ, რა გზით მოიპოვონ ხელახალი არჩევნები.

„კამათი, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ეს გაყალბდა, ივანიშვილმა არჩევნები წაგვართვა და პარლამენტი არალეგიტიმურია, არ არის. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ელისაშვილი გონს მოეგება და არ გადადგმას იმ ნაბიჯს, რომელზეც დღეს ისაუბრა. თუ რომელიმე კოლეგას ნერვები უმტყუნებს და გაიყიდება, მერე ვისაუბრებთ, ახლა არა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იან გადახრას მაინც დააფიქსირებს, პარტია რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

👉 ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი 10 დეკემბერს გაიმართება.

👉 მხარეები ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველი გუნდისგან კომპრომისებზე მსჯელობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ირაკლი კობახიძის განცხადება

👉 „ბოიკოტს ალტერნატივა არ აქვს“ - „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

👉 გიგა ბოკერია: კობახიძის განცხადება უტიფარი ტყუილის მაგალითია