მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტი არ უნდა შედგეს“ - მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დასრულდა

ლეიბორისტების ლიდერი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დასრულდა. 

ნათელაშვილის თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს.

„მინდა საზოგადოებას ვთხოვო ნუ ინერვიულებენ ძალიან რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური, პოლიტიკური საკითხები არ წყდება, მათ შორის მსოფლიო პრაქტიკაში.

შემიძლია გითხრათ „ლეიბორისტული პარტიის პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ. პარლამენტი არ უნდა შედგეს. პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“. შევთანხმდით იმაზე, რომ ვრჩებით ჩვენს პოზიციებზე“,- აცხადებს ნათელაშვილი.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.