მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი

დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის მიერ გირაოს თანხის გადახდა ეს არის პირდაპირ განაცხადი იმის შესახებ, რომ ნიკა მელია სწორედ პოლიტიკური დევნის ობიექტია.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირმა და ევროპული დემოკრატიის დამოუკიდებელმა ფონდმა. ძალიან სწრაფად მოხდა გირაოს თანხის შესაბამისად დაფარვა, სპეციალური გრანტის სახით. ეს არის პირდაპირ განაცხადი იმის შესახებ, რომ ნიკა მელია სწორედ პოლიტიკური დევნის ობიექტია, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი, ამ პოლიტიკური პატიმრის ციხიდან სწრაფად გამოსაყვანად, ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს ის გირაო, რომელსაც ხელისუფლება ითხოვს, შესაბამისად ნიკა მელიასგან“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, „ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ რას ელოდებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში?“ - სამადაშვილი პასუხობს:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმსჯელოს ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ და მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რასაც ჩათვლიან საჭიროდ, რადგან პარლამენტში შემოსვლა ასევე გულისხმობს მიშელის მიერ მიღწეული შეთანხმების ხელმოწერას.

მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“. ალბათ უნდა იმსჯელონ და ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბონ,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 ათასი ლარი ჩარიცხა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ“- შალვა ნათელაშვილი

✔️„როცა ნიკა მელია პატიმრობიდან გამოვა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი“- კახა კუჭავა