მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როცა ნიკა მელია პატიმრობიდან გამოვა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი“- კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალური მოჩრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს.

როგორც კახა კუჭავა აღნიშნავს, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მხრიდან შემოთავაზებული შეთანხმების დოკუმენტის შესრულება ყველა პოლიტიკოსისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, რომელიც მათ მიანიჭა მოსახლეობამ.

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ჩემი აზრით, ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად, რომ მათ სურთ საქართველოში ახლა საბოლოოდ დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია, დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა“- განაცხადა კახა კუჭავამ.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

იხილეთ აგრეთვე:

✅მელია თავისუფლდება! – რას ამბობდა ის გირაოს გადახდაზე და როგორ იცვლებოდა პოზიციები

✅ყოველ დღე ახალ ახალი გადაწყვეტილებები მიაღებინა და ბოლოს მაინც გირაოთი გამოდის - ირაკლი ლატარია ნიკა მელიაზე

✅„უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ევროკავშირი პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად საფასურს იხდის“ - ხოშტარია