მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ევროკავშირი პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად საფასურს იხდის“ - ხოშტარია

ელენე ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხს გამოეხმაურა და უპრეცედენტო მოვლენა უწოდა.

„უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ევროკავშირი იხდის საფასურს, რომ პოლიტპატიმარი გამოვიდეს ციხიდან. ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები სწრაფად მორჩეს და გამოვიდეს საპატიმროდან“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ამავე თემაზე:

👉 „პროცედურა ხელისუფლების ხელშია“ - ნიკა მელიას ადვოკატი

👉 მელია თავისუფლდება! – რას ამბობდა ის გირაოს გადახდაზე და როგორ იცვლებოდა პოზიციები

👉 „მელიას თავისუფლება კარგი ამბავია ადამიანურად, პოლიტიკურად, ყველანაირად“ - ბოკერია

👉 „ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტპატიმრის გასათავისუფლებლად, ჩემთვის უცნობია“ - სამადაშვილი მელიასთვის გირაოს გადახდაზე

👉 „ნიკა მელიამ გირაოს ჩარიცხვაზე არაფერი იცოდა“ - კახა ოქრიაშვილი