მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოვა

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „საქართველოს წინსვლის გზის“ დოკუმენტზე ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მიერ ხელმოწერის ცერემონიას ონლაინ ესწრებოდა. ხელმოწერის შემდეგ შარლ მიშელმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ ხვალ საქართველოში ჩამოვა.

„მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, რომ გავაძლიეროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ხვალ“,- აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს