ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თვითმიზანი არ არის და გარდა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა, მას სხვა ბენეფიტები არ აქვს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მთავრობამ დაწესებული შეზღუდვებით შეძლო ყოველდღიურად 5000 ინფიცირებულიდან 1000-მდე ჩამოყვანა.
მდინარაძემ ნოემბერ-დეკემბერში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამას ურთულესი იყო ჯანდაცვის სექტორისთვის.
„მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, გუშინ ჩავატარეთ ბრიფინგი და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ შესაბამისი კანონმდებლობა რაც საჭირო გახდა, რომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მონაწილეობა მიგვეღო, საკანონმდებლო გარანტიები ყოფილიყო დაინიცირებული, საქართველოს პარლამენტი ამას მიიღებს დაჩქარებული წესით.
აგრეთვე იცით, რომ პარლამენტარები აქტიურად ვართ ჩართული საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების
ის ფორმები თავისი პლუს-მინუსები, ასე დავარქვათ. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა არის დღის წესრიგში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის შეზღუდვების განხორციელება, თუმცა ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი.
არანაირი ბენეფიტი არ აქვს შეზღუდვას, გარდა იმისა, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობას იცავს, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ეკონომიკას იცავს.
ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ სულ რაღაც 1-2 თვის განმავლობაში ყოველ დღე საქართველოში ინფიცირების 5000 შემთხვევა გვქონდა, ამას უმძიმესი შედეგები ჰქონდა. გარდაცვალების მაჩვენებელიც გვახსოვს და გვახსოვს ისიც, რომ ურთულესი იყო ჯანდაცვის სისტემისათვის.
ჩვენ თანმიმდევრული ღონისძიებებით შეზღუდვებით შევძელით, რომ ეს ყველაფერი უმოკლეს დროში ყოფილიყო იმგვარი დინამიკის, რომ დღეს გვაქვს დაახლოებით 1000 შემთხვევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 254 822-ს შეადგენს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში? - შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებენ და პოლიტიკურ ძალებს თავშეკავებით მოქმედებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.