მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

პარტია გირჩის ლიდერი 2020

პარტია „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს. პარტიის ლიდერმა თავისი გადაწყვეტილება „გირჩის“ წევრებს დახურულ ჯგუფში გააცნო.

„სალამი მეგობრებო, მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ.

სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, ამ განცხადების ბევრი მიზეზი არსებობს.

„მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო.

არც მიზეზებზე ვაპირებ საჯაროდ საუბარს, სამწუხაროდ ხდება ასეთი რაღაცები ცხოვრებაში. წარმატებას ვუსურვებ სამივეს, მჯერა რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ.

ბოდიშს გიხდით ყველას ამის გამო, ზუსტად მესმის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა. გაჩერებას არ ვაპირებ, გირჩის მთავარი ბრძოლები წინაა“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

japharidzis-gantskhadeba_o_h.jpeg

ცნობისთვის, 3 დეკემბერს იაგო ხვიჩიამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ მისი მლანძღველები ძირითადად ზურაბ ჯაფარიძეს მეგობრები და დამფინანსებლები არიან.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge არკვევს თუ ვინ დატოვა პარტია.