პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია, ჰაიდი ტალიავინის დასკვნის ერთ-ერთ პუნქტს, სადაც აღნიშნულია, რომ „ღია საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით ცხინვალის და მისი მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია ქართული მხარის მასიური საარტილერიო შეტევით დაიწყო“, სოციალურ ქსელში აზიარებს და აღნიშნავს, რომ ამაზე ხელი „ნაცმოძრაობის“ მოღალატეობრივმა რეჟიმმა მოაწერა.გამსახურდიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მხოლოდ საკუთარი დამკვეთების ხმა ესმის და ძალაუფლების სანაცვლოდ, დღესაც მზად არიან, რომ ქვეყანა რუსეთს ჩააბარონ, ვინაიდან, ანგარებისა და პირადი გამორჩენის მიზნით, ამ ძალას ყველაფერზე წასვლა შეუძლია.„აი ამაზე მოაწერა ხელი, ნაცმოძრაობის მოღალატეობრივმა რეჟიმმა. სამართლებრივად და იურიდიულად რომ უხსნის ირაკლი კობახიძე, მოღალატეები ხართო, არ ესმით. ხალხი ეუბნება იმავეს, არც ეგ ესმით. ერთი თავიანთი დამკვეთების ენა ესმით და დღესაც მზად არიან, ძალაუფლების სანაცვლოდ, ქვეყანა ჩააბარონ რუსებს. წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, რას მოიმოქმედებდნენ კიდევ, ეს შეჩვენებულები. თავიანთი პირადი ანგარების და გამორჩენის მიზნით, ყველაფერზე წამსვლელი ძალაა, საერთოდ ყველაფერზე. P.S. ომის დღეებში, რამდენი საშინელება და უმსგავსობა ვნახე, მაგათი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან, მაგას ცალკე დავწერ“, - წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.
„ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ტრაგიკული შედეგი: დაკარგული ტერიტორიები და მოღალატეობრივი პოლიტიკის ფასი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეტაპი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ომის შედეგად საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონზე (სამხრეთ ოსეთზე), არამედ საბოლოოდ დაიმკვიდრა რუსეთმა სამხედრო გავლენა აფხაზეთზეც“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, რუსეთის აშკარა პროვოკაციების ფონზე, „ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ” ჩაიდინა კრიტიკული შეცდომა – ღამე შეუტია ცხინვალს. შედეგად, რუსეთმა ეს გამოიყენა სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად და განახორციელა მასშტაბური ოკუპაცია. მეგრელიშვილის თქმით, ამ ტრაგედიიდან წლების შემდეგ, საქართველოს სჭირდება რეალისტური და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა.„ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ტრაგიკული შედეგი: დაკარგული ტერიტორიები და მოღალატეობრივი პოლიტიკის ფასი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეტაპი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ომის შედეგად საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონზე (სამხრეთ ოსეთზე), არამედ საბოლოოდ დაიმკვიდრა რუსეთმა სამხედრო გავლენა აფხაზეთზეც. ეს იყო შედეგი იმ გაუმართლებელი, სარისკო და უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით. ტალიავინის კომისიის დასკვნითაც დადასტურდა, რომ 2008 წლის ომის სამხედრო ფაზა დაიწყო საქართველოს თავდასხმით ცხინვალზე. მართალია, კომისია ასევე აღიარებს რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში განხორციელებულ პროვოკაციებს, მაგრამ იურიდიულად ომის დაწყება და ფართომასშტაბიანი ესკალაცია სწორედ საქართველოს ნაბიჯზე იყო მიბმული. რატომ მივიდა საქმე აქამდე? „ნაციონალურმა მოძრაობამ”, ნაცვლად იმისა, რომ ეშენებინა თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია კონფლიქტების ეტაპობრივად დარეგულირებისთვის, აირჩია აგრესიული რიტორიკა, რაც ფაქტობრივად ვერ დაეფუძნა ქვეყნის რეალურ სამხედრო თუ დიპლომატიურ რესურსებს. რუსეთის აშკარა პროვოკაციების ფონზე, “ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ” ჩაიდინა კრიტიკული შეცდომა – ღამე შეუტია ცხინვალს. შედეგად, რუსეთმა ეს გამოიყენა სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად და განახორციელა მასშტაბური ოკუპაცია. ტალიავინის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „საქართველოს მიერ ძალის გამოყენება იყო არაპროპორციული“ და რომ „რუსეთის პასუხი იყო გადამეტებული, მაგრამ საწყისი სამხედრო ესკალაცია მოხდა საქართველოს მხრიდან“. შედეგად: რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა; საქართველომ დაკარგა იურიდიული კონტროლი საკუთარ ტერიტორიებზე; ასობით ათასი ადამიანი კვლავ რჩება იძულებით გადაადგილებულად; ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ჩამოიშალა, ხოლო ნატოსკენ მოძრაობა ფაქტობრივად გაიყინა. დასკვნა „ნაციონალური მოძრაობა” ტალიავინის დასკვნის მძიმე შინაარსს დაეთანხმა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ ხელი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მოაწერეს. ამ ძალამ თავისი მოღალატეობრივი და პათოსით გაჯერებული პოლიტიკით, ქვეყანა ჩაითრია იმ ომში, რომლისთვისაც არც სამხედრო, არც დიპლომატიური მზაობა არ არსებობდა. შედეგი იყო კატასტროფული – დაკარგული ტერიტორიები, დამსხვრეული სახელმწიფო სტრატეგია და გაყოფილი საზოგადოება. დღეს, ამ ტრაგედიიდან წლების შემდეგ, საქართველოს სჭირდება რეალისტური და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა – არა პოლიტიკური ავანტიურები, არამედ მშვიდობის მშენებლობა და სტაბილურობა რასაც „ქართული ოცნება” აუცილებლად მოახერხებს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში აგვისტოს 17 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ვერც მოიწმენდენ იმ ღალატს, რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს, ხალხის წინაშე.„რაც არ უნდა უარყონ, დაფარონ და პარტჟურნალისტებმა ალოგიკური კითხვებით, გამიზნულად ხელი შეუშალონ აგვისტოს ომზე სიმართლის მთქმელ რესპონდენტებს, ფაქტებს ვერ გაექცევიან, ვერც მოიწმენდენ იმ ღალატს, რაც ჩაიდინეს საკუთარი სამშობლოს, ხალხის წინაშე. სულ ცოტაც და საგამოძიებო კომისია დადებს დასკვნას აგვისტოს ომზე, დაელოდონ საკონსტიტუციო სასამართლო ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს“, - წერს ნინო ფოჩხუა.
„ნუ ეფარებიან ის ადამიანები [„ნაცმოძრაობა“] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეროვნული ინტერესები და ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოს.„რასაც ჩვენი გმირები აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, თუ რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი. ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ, ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ. ყველას გაგვაჩნია ჩვენი ვალდებულება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ავარიდოთ ჩვენ სამშობლოს ყველა ხიფათი. უსაფრთხოება არის პირველ რიგში, რომ ჩვენი სამშობლო არ იყოს საფრთხის წინაშე და არ იყოს ომის საშიშროების ქვეშ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ნუ ეფარებიან ის ადამიანები [„ნაცმოძრაობა“] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ჩვენზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას არ ჰყავს. მშვიდობა კავკასიაში გულისხმობს კეთილდღეობის ზრდას სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნის მოსახლეობისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი გეგმავენ შეთანხმების გაფორმებას სტრატეგიული სატრანსპორტო კორიდორის გახსნაზე.მისი თქმით, ნებისმიერი ფორმატი, რომელიც კავკასიას მშვიდობას მოუტანს, მისასალმებელია.„ჩვენ ათწლეულებია, ვართ ყველაზე დიდი გულშემატკივარი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებისა. ასე რომ, ჩვენზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას არ ჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მშვიდობა იყოს მდგრადი და მოიძებნოს ის საშუალებები, რომლითაც ეს მშვიდობა იქნება მდგრადი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და გვიხარია, თუკი აზერბაიჯანი და სომხეთი შეძლებენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას. ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ზუსტად ამას უკავშირდება ხოლმე, ზუსტად ამას ვკითხულობთ, რა ეტაპზე არის. ჩვენ, მათ შორის, შეთავაზებული გვაქვს ფორმატები იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ნდობის აღდგენის მხრივ, ჩვენს შემთხვევაში საპარლამენტო ფორმატები შევთავაზოთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა გადაიზარდოს შემდეგ საქმიან ურთიერთობაში და დამყარდეს მდგრადი მშვიდობა.ჩვენთვის მთავარი არის, რომ დამყარდეს მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. სამწუხაროდ, ის ფორმატი, რომელიც მანამდე არსებობდა, სადაც ეუთოც იყო ჩართული, საფრანგეთი იყო ჩართული, ევროკავშირი ბევრს ცდილობდა, ვხედავთ, რომ იმ ფორმატმა შედეგი ვერ გამოიღო. ნებისმიერი ფორმატი, რომელიც შედეგს გამოიღებს, ჩვენთვის მისასალმებელი არის, ვინაიდან მშვიდობა კავკასიაში გულისხმობს კეთილდღეობის ზრდას სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნის მოსახლეობისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.მედიის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა ალეკო ელისაშვილზე ძებნა გამოაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ გადასცემს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამოძიებას ელისაშვილს, რაზეც შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადასცემს.„საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება სრულად საქართველოს ტერიტორიაზე, შეძლებისდაგვარად ტერიტორიის მიღმაც. რაც შეეხება მოქალაქეებს, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად ვიზიარებ, რომ ლიბერალიზმი აბსოლუტურად გამოშიგნეს თავისი შინაარსისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპაში თანამედროვე ლიბერალური მიდგომების შესახებ საუბრისას.პაპუაშვილის თქმით, დღეს ლიბერალიზმი ადამიანის უფლებების შელახვის სიმბოლოა და სრულიად ანტიპოდია იმისა, როგორც ეს მის ფუძემდებლებს ესმოდათ.„დღეს ლიბერალიზმი არის სიმბოლო ადამიანის უფლებების შელახვისა, ადამიანის გაჩუმებისა, ადამიანის გაუქმებისა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, თუ დისკუსიიდან. ლიბერალიზმი არის აბსოლუტური ანტიპოდი იმისა, როგორც ეს ესმოდათ მის ფუძემდებლებს, როგორც ეს ესმოდათ თუნდაც, საქართველოში მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიბერალებს. აბსოლუტურად სხვა არის - ეს არის უბრალოდ ფუტლარი, სახელი, რომლის შიგნითაც სინამდვილეში არის ტერორი, ძალადობა, ზეწოლა, სხვების გაჩუმება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„აგვისტოს ომმა და შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახეს, რომ გმირთა საქართველოში ნაცმოღალატეები ჩვენი თანამედროვეები არიან ოკუპაციის ხელშეწყობით, ევროსაბჭოში კაპიტულანტური რეზოლუციის ხელმოწერით და დამპყრობლისთვის სტრატეგიული ობიექტების ჩუქებით“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.მისი თქმით, უსამშობლოთა ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო ნაბიჯებს, რაც სააკაშვილმა, მისმა ხროვამ და ე.წ. ვექილებმა ჩაიდინეს ჩვენი ერის წინააღმდეგ. „აგვისტოს ომმა და შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახეს, რომ გმირთა საქართველოში ნაცმოღალატეები ჩვენი თანამედროვეები არიან ოკუპაციის ხელშეწყობით, ევროსაბჭოში კაპიტულანტური რეზოლუციის ხელმოწერით და დამპყრობლისთვის სტრატეგიული ობიექტების ჩუქებით. უსამშობლოთა ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო ნაბიჯებს, რაც სააკაშვილმა, მისმა ხროვამ და ე.წ. ვექილებმა ჩაიდინეს ჩვენი ერის წინააღმდეგ.სამშობლოს მოღალატეთა გასამართლების წამმზომი კი ჩართულია და უფრო აჩქარდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობით”, - წერს აბაშიძე.
„როგორ შეიძლება, მოღალატე, მარიონეტი მმართველი რაიმე კავშირში იყოს ქართველ გმირებთან? სააკაშვილი მოღალატე იყო და მოღალატედ დარჩება ჩვენს ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „თქვენ ამბობთ, რომ 2008 წელს სააკაშვილმა უღალატა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მაშინ რა გამოდის, ეს ხალხი, რომელთა საფლავებთანაც ახლა თქვენ დგახართ, სააკაშვილის თანამონაწილე იყო ამ ღალატის საქმეში?“ „რა კავშირშია სააკაშვილი ამ ხალხთან? როგორ შეიძლება, მოღალატე, მარიონეტი მმართველი რაიმე კავშირში იყოს ქართველ გმირებთან? - არანაირ კავშირში ის არ არის არც ამ გმირებთან, არც ჩვენს ქვეყანასთან, არც ჩვენს წარსულთან და მომავალთან. მოღალატე იყო და მოღალატედ დარჩება ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თუ შვედი საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული, ქართველი საჯარო მოხელეც უნდა იყოს დაცული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ აქვთ პარტნიორებს ორმაგი მიდგომები, როდესაც შვედეთმა მიიღო კანონი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და ანალოგიურ კანონზე ისმის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.„შვედეთი არის მაღალი ღობე, ჩვენ ვართ დაბალი ღობე. ეს არის მათი წარმოდგენა. ჩვენი წარმოდგენა სინამდვილეში ასეთი არ არის. ღობე არის ყველა ერთი სიმაღლის, ყველას აქვს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. თუ შვედი საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული, ქართველი საჯარო მოხელეც უნდა იყოს, ბუნებრივია, დაცული. ასეთ დროს, როცა ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამძიმებულია მდგომარეობა ევროპულ ბიუროკრატიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები გაურბიან, არის, რატომ დაიწყო ომი 2008 წელს და რატომ არ დაიწყო ომი 2022 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერ მომენტში არსებობს ერთ დღეში ომის დაწყების საფრთხე და სახელმწიფო, ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით.„2022 წელსაც შეიძლებოდა, ერთ დღეში დაწყებულიყო ომი. ნებისმიერ მომენტში არსებობს ამის საფრთხე, სახელმწიფო და ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს ეროვნული ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მომსახურებით. 2008 წელს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო არა „ნაცმოძრაობის“ მარიონეტული რეჟიმი, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული, არ იქნებოდა 1 700-ზე მეტი დაჭრილი, არ იქნებოდა 125 დასახლებული პუნქტი, რომელზეც ჩვენ კონტროლი დავკარგეთ. ეს არის შედეგი. კითხვა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაურბის და მათი მფარველები გაურბიან, არის, რატომ დაიწყო ომი 2008 წელს და რატომ არ დაიწყო ომი 2022 წელს. იცით, რატომ არ დაიწყო? მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებები იყო, გაისეირნეთ ცხინვალისკენ და სოხუმისკენო, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ხალხს, მიდით და მოხალისეები გამოაგზავნინეთ უკრაინაშიო, არცერთი დასავლელი ჯარისკაცი უკრაინაში არ იბრძვის და საქართველოს სთხოვდნენ. გახსოვთ მოწოდებები, რომ დღეს რუსეთი აგებს ომს და საჭიროა ამ მომენტის გამოყენება. გახსოვთ მოწოდებები, რომ ბომბების ცეცხლი სჯობს იმ სირცხვილის წვას. ზუსტად ამ მოწოდებებს და ამ ზეწოლას არ დაჰყვა პატრიოტული ხელისუფლება, ამიტომაც არ დაიწყო 2022 წელს ომი. სწორედ იმიტომ, რომ 2008 წელს იყო მარიონეტული რეჟიმი, ამიტომაც მოხდა აგვისტოს ომი. ეს არის მთავარი პასუხი, რატომ დაიწყო 2008 წელს ომი. ჩვენ ომების დიდი ისტორია გვაქვს, თუ დააკვირდებით, გვაქვს 15-წლიანი ციკლი ომების - 1993 წელი, 2008 წელი და ზუსტად 15-წლიანი ციკლის ბოლოს, 2022 წელს კიდევ ასეთი გეოპოლიტიკური დიდი დაპირისპირების ეპიცენტრში უნდოდათ, ჩვენ ვყოფილიყავით. ვნახეთ, როგორ უნდოდათ, გამოვეყენებინეთ დიდ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე პაიკად, ოღონდ ისეთ პაიკად კი არა, რომელიც მოქმედებს, არამედ პაიკად, რომელსაც შეწირავენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„თარიღების ცვლილებას აქვს ორი დატვირთვა - ერთი, ესაა საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და მეორე, მათ სურთ ყურადღება გადაიტანონ მთავარი კითხვიდან - რატომ დაიწყო ომი 2008 წელს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, 2014-15 წლამდე „ნაციონალური მოძრაობას" თავად 8 აგვისტო ჰქონდა მონიშნული ომთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის.„ნაციონალურ მოძრაობა" და მათ შორის უცხოურ მისიებსაც, გარკვეულ პერიოდამდე 8 აგვისტო ჰქონდათ მონიშნული, როგორც დღე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ღონისძიებისა და გახსოვთ, რომ 2014 თუ 2015 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცვალა კალენდარი, შემდეგ საელჩოებმა შეცვალეს თავიანთი კალენდარი და გადააკეთეს სხვანაირად. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში, მთავარი კითხვა არ არის, თუ როდის დაიწყო ომი, მთავარი კითხვაა თუ რატომ დაიწყო ომი. სწორედ ამ კითხვიდან ყურადღების გადასატანად არის მცდელობები თარიღებით მანიპულირების.ამ თარიღების ცვლილებას აქვს მეორე დატვირთვაც, ესაა საზოგადოების გახლეჩა. მათ უნდათ იგივე, როცა საუბრობენ, რომ შობა უნდა აღნიშნოს 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს. ზუსტად ესაა, როცა საუბრობენ იმაზე, როცა საუბრობენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება ფაშიზმზე უნდა აღინიშნოს 8 მაისს თუ 9 მაისს. 9 მაისს ევროკავშირმა ჩაატარა ღონისძიება „ევროპის დღე" და ერთი სიტყვითაც არ ახსენეს ქართველების წვლილი ფაშიზმის დამარცხებაში. ზუსტად ესაა 7-8 აგვისტოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.