მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„1%-იც რომ ავიღოთ, რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, სააკაშვილი თუ ჩამოვა, შესაბამის დაწესებულებაში მოხვდება“ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„1%-იც რომ ავიღოთ, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, ეს ერთი. მეორე - სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში, მესამე - ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ა.შ.“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მან ოპოზიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგად მომზადება ურჩია.

„პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც ეხებოდა რიგგარეშე არჩევნებს. თავის დროზე მას ჰქონდა აქტუალობა, მაგრამ ახლა აღარ აქვს. ასე რომ 2024 წლის არჩევნებისთვის უფრო კარგად მოემზადეთ, ვიდრე ახლა ემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს მიღებული შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებდა, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.