მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება

აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სწორედ ბათუმიდან აანონსებს უწყვეტ პროტესტს ოპოზიციური სპექტრი. ადგილზე ოპოზიციონერი ლიდერები, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, სანამ მიზანი არ იქნება მიღწეული.

„შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე! ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

ოპოზიციური სპექტრი და მათი მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აპროტესტებენ და ამასთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სააკაშვილი რუსულ ციხეში იმყოფება.

საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან არ უნდა იყოს“ - ელენე ხოშტარია

👉 „რაც მაშინ მოხდა, არ გვაკომპლექსებს“ - ბარამიძე 7 ნოემბერზე

👉 „ლოზუნგი - „არჩევნები გაუქმებულია“ მცდარია“ - გიგა ბოკერია

👉„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა“ - სოსო ცინცაძე