მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე იგივე ვარ მარად და მარად“ - შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

ნათელაშვილი და სააკაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომლის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ორი მთავარი ძალაა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ამგვარი განცხადებები ორპოლუსიანობის დამკვიდრებას ემსახურება.

„მე იგივე ვარ მარად და მარად. ექსპრეზიდენტის განცხადება, რომ სხვა პარტიებს პულსი არ ესინჯება და ქართულ პოლიტიკაში, ფაქტობრივად, მარტო თვითონ და ბიძინაა, იმ ორპროლუსიანობის ღია დამკვიდრებაა, რომლის წყალობითაც მის მიერ ოლიგარქისთვის დათმობილი ძალაუფლება მეათე წელია არ ბრუნდება ქვეყნის კანონიერ მესაკუთრე ქართველ ხალხთან.

პარტიებს პულსი რომ არ ესინჯებოდეს და არ ვიბრძოდეთ, ეს რეჟიმი ამ წუთისათვის ჩამოშლილი არ იქნებოდა, ხოლო მანამდე ჩვენც არანაკლები პატივით მიგვიღებდნენ ამერიკა-ევროპაში როგორც პოლიტდევნილებს, საიდანაც ენამზე, მწვავე განცხადებებს პერიოდულად გავაკეთებდი ელისეის მინდვრებიდან.

P.S. სხვათა შორის, 2012 წელს ივანიშვილის ხავერდოვანი მოსვლა გამოიწვია სწორედ მაშინდელი პოლიტიკური პარტიებისათვის პულსის არ ქონამ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ოლიგარქის შეკვეთითაც დაასუსტა და გააბანძა. თუ ექსპრეზიდენტს დღესაც უხარია უპულსო, არა მრავალპარტიული გარემო, ეს ნიშნავს რომ იგი უპირველესად თავის თავის მტერიცაა, რაც ძნელი დასაჯერებელია“, - წერს შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ სხვა პარტიებს „პულსი, ფაქტობრივად, არ ესინჯებათ“.