მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის დროს სახელმწიფო გვქონდა“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)

თაკო ჩარკვიანი

„მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ უნდა მოუწიოს“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, უნდა შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა.

„ის პრეზიდენტი, რომელსაც სამართლებრივი სისტემის დროს ჰქონდა შეცდომები, თუმცა მის დროს გვქონდა სახელმწიფო, ნამდვილად დიდი სირცხვილი იქნება ჩვენი, უკრაინამ არ დააჭერინა და ქართველებმა დავაჭერინოთ.

მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა არ უნდა მოუწიოს. გაიჟღერა - დაიჭირონ და მერე რა! - არა, მერე რა. დაიჭირონ - ასე არ არის. უკაცრავად. პუტინის მანქანა ებრძვის, რადგან ის არის მასშტაბური პოლიტიკოსი. შეიძლება მის დროს შეცდომები უთუოდ იყო, მაგრამ ძალიან კარგად იციან, რომ გარანტორი ევროატლანტიკური სივრცის საქართველოში მიხეილ სააკაშვილი იყო, აქ სხვა ბრძოლაა“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად, თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა