მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ“ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დანიშნოს.

მმართველი გუნდის ლიდერმა განმარტა, რა შემთხვევაში და როგორ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს, უპირველეს ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ კოალიციური მმართველობის ჯანსაღი ტრადიციის დამკვიდრება და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე სახელმწიფოს მართვის პასუხისმგებლობის განაწილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა და „ქართული ოცნება“ ამას მხოლოდ მხარს უჭერს.

შესაბამისად მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ, ევროპულ, დემოკრატიებში არის დამკვიდრებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.