მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა

თბილისის ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

თბილისის ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

თბილისის მერის მოადგილე - მამუკა ხაზარაძე

თბილისის მერის მოადგილე - ზურაბ ჯაფარიძე

თბილისის მერის მოადგილე - ელენე ხოშტარია

თბილისის მერის მოადგილე - ირაკლი აბესაძე

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი - სოფო ჯაფარიძე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდების საქმეთა სამსახურის უფროსი - მედეა მეტრეველი

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - გიორგი ნონიაშვილი

შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი - მამუკა აჩბა

მუნიციპალური ინსპექციის უფროსი - დიმიტრი ბიძინაშვილი

იურიდიული სამსახურის უფროსი - გიგა ლემონჯავა

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა

ტრანსპორრტის სააგენტოს უფროსი - ვასო ურუშაძე

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი - ნიკა ვაჩეიშვილი

„თბილსერვის ჯგუფის“ უფროსი - ბესო გაზდელიანი

არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი

გლდანის გამგებელი - თენგიზ გიოგაძე

ნაძალადევის გამგებელი - ლერი დემეტრაშვილი

დიდუბის გამგებელი - დავით ნაფეტვარიძე

ჩუღურეთის გამგებელი - კახა ჟღენტი

ვაკის გამგებელი - საბა ბუაძე

საბურთალოს გამგებელი - ოთარ თავართქილაძე

ისნის გამგებელი - ლანა გალდავა

სამგორის გამგებელი - გულიკო ზუმბაძე

კრწანისის გამგებელი - რომეო ფარულავა

მთაწმინდის გამგებელი - თაზო დათუნაშვილი

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელია დაუპირისპირდება.