მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენჯერ დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა?

მიხეილ სააკაშვილი

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ის მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად, არ ეშინია მართლმსაჯულების და იმედი აქვს, რომ თუ დააკავებენ, მის გასათავისუფლებლად ქართველი ხალხი იბრძოლებს.

„მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და რასად არავის კითხვები არ უჩნდება იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემ წინააღმდეგ არის აღძრული. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და საფუძველს მოკლებული.

მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველ ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რას შეცვლის ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება? მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოსვლას თვითმმართველობის არჩევნების წინ აანონსებს.

„ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნება არაფერს შეცვლის. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ოპოზიციის ნაწილსაც, ნაწილს კი მიაჩნია, რომ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლა ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.

2013 წლიდან 8 წელი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულია. მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და გარკვეული პერიოდი იყო ოდესის ოლქის გუბერნატორი.

1️⃣

პირველად მიხეილ სააკაშვილმა უკან დაბრუნების შესახებ 2014 წელის 28 ივლისს განაცხადა, როდესაც ის საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოიძახეს. უწყებაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოცხადებულიყო.

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჩამოსვლა „საქართველოს გასათავისუფლებლად“ სურდა.

„მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს და მთელი რეგიონის განთავისუფლებისთვის, როგორც თავისუფალმა ადამიანმა. მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ საქართველოს გასათავისუფლებლად“.

2️⃣

მეორედ მან დაბრუნების შესახებ 2016 წელს განაცხადა, როდესაც ქვეყანაში იყო საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი.

„რა თქმა უნდა, მე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და, რა თქმა უნდა, ვაპირებ აქტიურად პროცესებში ჩართვას, იმ პირობებში, როცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ უკრაინაში და ჩემთვის ეს არის ერთი და იგივე ბრძოლის ორი ფლანგი. მე ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ჩვენთან, საქართველოში და ჩემთან აქ, უკრაინაში“, - განაცხადა მან.

3️⃣

მესამედ ქვეყანაში ჩამოსვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 2017 წლის 3 დეკემბერს ისაუბრა.

„მინდა გავაფრთხილო ივანიშვილი, მე ჩამოვალ საქართველოში. თამაშობთ ამ თამაშებს?! ცუდად დაამთავრებთ. ჩამოვალ საქართველოში. არ წავალ ჰოლანდიაში, არ წავალ ევროპაში, როგორც მათ სურთ. მოემზადონ ჩვენი მომხრეები საქართველოში რომ ჩამოვალ, მოემზადოს ბანდა, კრიმინალი ივანიშვილის მეთაურობით. მე დავბრდები და მათ მოვუვლი“, - განაცხადა სააკაშვილმა.



4️⃣

მეოთხედ საქართველოში დაბრუნების შესახებ 2018 წლის 3 აპრილს ნიდერლანდებიდან საქართველოში მორიგი ჩამოსვლა დააანონსა.

„ახლა შემდგომ საქმეებს აღძრავენ მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ მე არც ვიფიქრო ჩასვლა საქართველოში. ვერ მოესწრებით! მე ჩამოვალ საქართველოში და ყველა ამ პროგრამას განვახორციელებ ჩვენს გუნდთან ერთად. მე არ მივატოვებ ქართველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

5️⃣

მეხუთედ 2018 წლის 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციიდან 15 წლისთავზე აღნიშნა სააკაშვილმა მისი ჩამოსვლის შესახებ.

„მალე ჩამოვალ საქართველოში! ჩვენს ქვეყანას ყველაფერი გამოუვა დიდება საქართველოს“, – ამ სიტყვებით მიმართ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს.

6️⃣

მეექვსედ 03.04.2018-ში ის აღნიშნავდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაუბრუნებდა თითოეულ ქართველს ეკონომიკურ ძალაუფლებას და განსაცდელში არ დატოვებდა ქართველ ხალხს.

„მე ჩამოვალ საქართველოში და ამ ყველა პროგრამას განვახორციელებ ჩემს გუნდთან ერთად. არ მივატოვებ ჩემს ხალხს განსაცდელში. არ ჩავაგდებ მათ სამუდამოდ ამ მაფიის ხელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს. საქართველო უნდა გათავისუფლდეს და ამოისუნთქოს შვებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

7️⃣

მეშვიდედ 2019 წლის 3 აპრილში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, მაღალი თანამდებობის დაკავებას არ აპირებდა და ამბობდა, რომ ყვარლის მერი გახდებოდა.

„ჩამოვალ ჩემს ვენახში, გავიხედ-გამოვიხედავ, მივიხედ-მოვიხედავ, დავწურავ პირველ მოსავალს – ძალიან მაგარ ღვინოს ვაკეთებ და მერე, შეიძლება, ყვარლის მერი გავხდე, შეიძლება, ლაზიკაში ჩავიდე და ლაზიკის მერი გავხდე და შეიძლება, საერთოდ არაფერი არ ვიყო და კონსულტანტი ვიყო პერსპექტიული, ახალგაზრდა საქართველოს მთავრობის; მუდმივად „ფეისბუკზე“ ვიჯდე და ხალხს ვარწმუნებდე, რომ ამის გაკეთება კარგია და ხანდახან ხმას აძლევდნენ ჩემს ინიციატივებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

8️⃣

მერვედ მან 2019 წლის სექტემბერში აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში დაბრუნდებოდა.

ჩამოვალ საქართველოში, ვენახი მაქვს მოსავლელი, მოგცემთ რჩევებს თქვენც. რთველს ჩავატარებთ ერთად. მზად ვარ ვიყო მოთამაშე მცვლელი. ფეხბურთი ვისაც გვიყვარს მოთამაშე მცვლელი კარგი ტიპია. გამოდის პასს მისცემს, ხანდახან დაარტყამს, შეიძლება პენალტიც გაიტანოს. საბოლოო ჯამში, თავდამსხმელები არიან სხვები“– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

9️⃣

მეცხრედ 2020 წლის 7 სექტემბერს სააკაშვილი კვლავ ქვეყანაში დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

„ბევრს მეკითხებიან თუ როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას“ ,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

🔟

მეათედ 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ თუ ოპოზიცია გადაწყვეტდა, მზად იყო საქართველოში პირველივე თვითმფრინავით ჩამოსვლისათვის.

„თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ ჩემი ჩამოსვლა საჭიროა, მე პირველივე თვითმფრინავს ვიშოვი, მოვახტები, სხვა საშუალებას ვიშოვი გადაადგილების და ა.შ. მე ვარ მზად, ვიყო ერთ-ერთი მათგანი, მე არ მინდა არცერთი თანამდებობა. ვარ მზად, ჩემი ქვეყნისთვის გავწირო თავი საერთოდ ულაპარაკოდ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

1️⃣1️⃣

მეთერთმეტედ 2020 წლის 14 ნოემბერს მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ის ბოლომდე წამსვლელია ქვეყნისათვის.

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. ადამიანი იხრჩობოდაო. ხომ იცით ეს. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. შემომხედეთ კარგად, მე ვარ ბოლომდე, ბოლომდე, ბოლომდე წამსვლელი. მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გინდათ, რომ უბრალოდ სიცოცხლე კი არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

1️⃣2️⃣

მეთორმეტედ საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადება 2020 წლის 15 ნოემბერსაც გააკეთა.

„შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს. ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის და მათ შორის, თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად მიტანა საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

1️⃣3️⃣

მეცამეტედ 2021 წლის 21 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში ქართველ მგზავრს სააკაშვილი შეჰპირდა, რომ როცა დაუძახებდნენ ქართველები, მაშინვე ჩამოვიდოდა ქვეყანაში.

„აი, როცა დამიძახებთ მაშინ ჩამოვალ“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

1️⃣4️⃣

მეთოთხმეტედ 2021 წლის 27 მარტს სააკაშვილმა უპასუხა მათ, ვინც საქართველოში მის ჩამოსვლას ეწინააღმდეგებოდა.

„თუ იმაზე საუბრობთ, რომ მე ჩემს ქვეყანაში არ უნდა ჩამოვიდე სიკვდილამდე? მაგას ვერ ეღირსება ვერავინ - საქართველო არის ჩემი სამშობლო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

1️⃣5️⃣

მეთხუთმეტედ ექსპრეზიდენტმა 2021 წლის 20 აპრილს გაავრცელა განცხადება რომ შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებამდე საქართველოში ჩამოვიდოდა.

„მეც, მიხეილ სააკაშვილი ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასად უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის, მე ვიქნები პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების მონაწილე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

1️⃣6️⃣

მეთექვსმეტედ 2021 წლის 2 ოქტომბერს განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში თუ დააპატიმრებენ, არ ეშინია, რადგან მას ხალხის იმედი აქვს.