მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია რომ „ენას ძვალი არ აქვს“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)

ერთიანი საქართველოს ლიდერი 2020

„რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია, რომ „ენას ძვალი არ აქვს,“ რომ „შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი“, უბრალოდ ყველანაირ ზღვარს გავიდა უმრავლესობა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ არ აპატიებს და ეს იქნება მოსახლეობის მხრიდან სილის გაწვნის არჩევნები“, - აღნიშნულის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ მართალია თავად არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ იმედოვნებს, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

„ჩვენ იმიტომ ვიბრძვით, რომ ამ არჩევნებს ყველა შემთხვევაში უნდა მოჰყვეს ვადამდელი არჩევნები. თუ ადეკვატურად ვიმოქმედებთ, არჩევნებში ნებისმიერი ტიპის ჩარევა შეგვიძლია გავანეიტრალოთ.

ძალიან სირცხვილია ხალხო, 40 ათასი ლარის გოჭები დაარიგეს სამეგრელოში, არაფერში აღარ წერია უკვე, თავი მოგვეჭრა მთელ მსოფლიოში. კიდევ კარგი არ სცალიათ საქართველოსთვის, რომ ეს ამბავი ქვეყნის პარტნიორების ყურამდე მივიდეს.

ეს არჩევნები არის არა რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის არჩევნები, არამედ ან „ქართული ოცნების“ დარჩენის, ან ვადამდელი არჩევნების, კოალიციური მთავრობის და ნორმალური ქვეყნის საფუძველი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ შეგნებულად შეინარჩუნა „ნაციონალური მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე