მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რისთვის მემუქრება საკანი, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ექსპრეზიდენტი Pia.ge

„ყველა ის ბრალდება, რომელიც მე წამომიყენეს, არის თავიდან ბოლომდე ყალბი და ეს მოქმედმა ხელისუფლებამაც იცის“, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„რატომ, რისთვის მემუქრება საკანი? რისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე, იმისათვის, რომ ერთი კაპიკი არ წამიღია საქართველოდან, იმისათვის, რომ 12–ჯერ გავზარდე ბიუჯეტი, იმისათვის, რომ სიღარიბე სამჯერ შევამცირე, იმისათვის, რომ 4–ჯერ გავზარდე საქართველოს ეკონომიკა? თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, „ბეზპრედელშიკმა“ გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვან ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ! ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, არაფრის არ მეშინია.

ვკარგავ ჩემს ქვეყანას, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას და მივდივართ ბოლომდე! თუ ქართველი ხალხი მზად არის, რომ მისცეს მას საშუალება, რომ სააკაშვილი გაუშვას ციხეში, კი, ბატონო!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.