მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ - ამ სლოგანით გარდაბანი წელს აუტიზმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

„აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ - ამ სლოგანით გარდაბანი წელს აუტიზმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

„აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ - ამ სლოგანით გარდაბანი წელს აუტიზმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ თერაპიული ცენტრის ბენეფიციარებს, მერის პირველი მოადგილე - დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე - ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის ცნობით, დღესვე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით , საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საინფორმაციო ფლაერები დარიგდა.

ინფორმაციისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის მეშვეობით, ყოველი წლის 2 აპრილს აუტისტური სპექტრის ბენეფიციარებს 300 ლარი ერიცხებათ.