მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მისცენ სასამართლოში მონაწილეობის უფლება და იქ გამოჩნდება რა მდგომარეობაშიც არის სააკაშვილი“ - ადვოკატი

ადვოკატი

„ძალიან მარტივი ტესტია. არ ვთხოვ არავის, რომ მე დამიჯეროს. მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს ზარების უფლება და არ ნიშნავენ სასამართლო პროცესებს, მიუხედავად ჩვენი წერილობითი მოთხოვნებისა. მისცენ საშუალება, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა და იქ გამოჩნდება მისი მდგომარეობა. ცხადია, რომ ეს არის უბრალოდ სიცრუე და ჭორაობა საზოგადოებაში მცდარი აზრის დანერგვის მიზნით“, - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა აქვს.

უფლებადამცველი თქმით, ფაქტი, რომ სააკაშვილს ზარების განხორციელება შეუზღუდეს, ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.

„ჯერჯერობით მას მხოლოდ ჩვენი საშუალებით შეუძლია საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც იმას აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის და ამიტომ ცდილობს, შეუზღუდოს მას საზოგადოებრივი აქტივობის ყველა საშუალება.

სააკაშვილი ჩამოვიდა შეგნებულად და გვახსოვს მათი განცხადებები, რომ ის ვერ გაბედავდა საქართველოში ჩამოსვლას და ასევე, ვნახეთ მისი დაკავების კადრები, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის. ჩათვალეს, რომ ამ ვიდეოთი მოხდებოდა სააკაშვილის დისკრედიტაცია.

სინამდვილეში, ვნახეთ თუ როგორ ამაყად და მედგრად ხვდება მის დაკავებას, იმიტომ, რომ ეს იყო მოსალოდნელი ამბავი. მიხეილ სააკაშვილი მზად იყო. მან უარი თქვა უკრაინაში კომფორტულად ცხოვრებაზე და ჩამოვიდა, რათა დახმარებოდა ქართველ ხალხს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ პრემიერ-მინისტრის ღია წერილი

„სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია“ - სანდრა რულოვსი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გასროლა იყო და ისიც მიზანში ვერ გაარტყეს - მამუკა მდინარაძე