მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„4 ოქტომბერს, ქალაქებში სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა აუდიტორიებში განახლდება“ - მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრი 2020

„4 ოქტომბერს, იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება აუდიტორიებში“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, იქ სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში, შესაბამისად აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება მაჩვენებელი, გაგრძელდება კვლავ დისტანციურ ფორმატში“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

👉 მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა