მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

სკოლა

ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

„სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”,- აღნიშნა ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

👉 საბავშვო ბაღები არ იფუნქციონირებენ 4 ოქტომბრამდე

👉 „4 ოქტომბერს, ქალაქსა და სოფელში სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება აუდიტორიებში“ - მიხეილ ჩხენკელი