მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„4 ოქტომბერს სწავლა სკოლების საკმაოდ დიდ ნაწილში აუცილებლად უნდა აღდგეს“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით 400-500 სკოლაში აღდგება სწავლა.

ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო უნდა ჰქონდეთ.

„სწავლა პანდემიის დროს უნდა შეწყდეს ყველაზე ბოლოს და განახლდეს ყველაზე ადრე. სკოლა უნდა იყოს დაცული და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ახლა დიდ პროექტს ვახორციელებთ განათლების სამინისტროსთან ერთად, შეირჩა დაახლოებით 400-500 სკოლა, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია, თითქმის ხელმიუწვდომელია ინტერნეტის მიწოდება და 4 ოქტომბერს უნდა აღდგეს აუცილებლად სწავლა სკოლების საკმაოდ დიდ ნაწილში.

ჩვენ ყველა მოსწავლე და მასწავლებელი უნდა გამოვიკვლიოთ და შესაბამისად, ძირითადად უსაფრთხო გარემო გვექნება, ამ ბავშვებს უნდა მივცეთ სწავლის უფლება.

მოგეხსენებათ, რადგან სიტუაცია ნელ-ნელა გვიუმჯობესდება. ქვეყანაში სწავლობს დაახლოებით 600 000-მდე ბავშვი. თუ ყველა ერთდროულად წავა სკოლაში, უცბად მობილობა გაიზრდება და ეს არის ყველაზე დიდი ბუსტერი ეპიდემიის, ამიტომ აუცილებელია, სკოლებში სწავლა დიფერენცირებულად აღვადგინოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅არიან თუ არა დაზღვეული ორსულები, რომლებიც აიცრნენ? - ამირან გამყრელიძის განმარტება

✅„ვაქცინის ორი დოზის მიღება თითქმის ანახევრებს იმის ალბათობას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ დაგრჩეთ ე.წ ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები“ - ზაზა წერეთელი

✅„ჯონსონის ვექტორულ ვაქცინას ერთჯერადი ინექციიდან 8 თვის შემდეგ წარმოუდგენლად გამძლე იმუნური პასუხი აღმოაჩნდა“ - ბიძინა კულუმბეგოვი