მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღევანდელი მდგომარეობით, სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სასწავლო წლის განახლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყების რეკომენდაციას არ გასცემს.

„არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სწავლის დაწყების რეკომენდაციას არ გავცემდი. უკვე ორი წელია სკოლის გარემო არ უნახავთ ბავშვებს, ონლაინ სწავლება არა მარტო ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, მათ ფიზიკურ განვითარებასა და ადამიანურ ურთიერთობასაც.

დღევანდელი პირობებით, დასწრებული სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს, შეიძლება ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს. თუ 15 დღეში მივაღწევთ მნიშვნელოვან კლებას, იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა გადახედავს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, რა რეჟიმით განახლდება სააღმზრდელო პროცესი ბაღებში და სწავლა სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, ჯერ კიდევ უცნობია. ამ საკითხს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ განიხილავს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში განახლდება

👉 განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში - ამირან გამყრელიძის განმარტება

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“