მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში განახლდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1630164194
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სკოლებში პედაგოგების 80% აცრილი არ იქნება, სასწავლო პროცესის დაწყება უსაფრთხოდ არ ჩაითვლება.

გამყრელიძის თქმით, საერთო ეპიდემიოლოგიური სურათის გასაუმჯობესებლად საჭიროა, ყველა აიცრას.

„ყველა პარამეტრი და ინდიკატორი ძალიან მძიმეა. ახალი შემთხვევების რაოდენობა ანუ ინციდენტობა მაღალია. სკოლებში 80% ადმინისტრაციული პერსონალი პედაგოგ-მასწავლებლები აცრილი თუ არ იქნება, სკოლას უსაფრთხოდ ვერ განვიხილავთ.

ამიტომ სასურველია, რომ მასწავლებლები აიცრან, ადმინისტრაციული პერსონალი აიცრას და საერთო ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდეს“, - აცხადებს გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირებით 74 ადამიანი გარდაიცვალა, 4247 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3053 პირი გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „იმ დღეს, 15 ექსპერტის გონება ეჭვიან შიშს რომ გაეყინა, ათეული მილიონობით ადამიანი დღეს მკვდარი იქნებოდა“ - გურული

🔴 4247 ინფიცირება, 74 გარდაცვალება, 3053 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში