მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრი
1622534793
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამინისტროს ცნობით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს , თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 23 მარტს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში საჯაროდ აიცრა.