მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექიმებსა და ექთნებს თითოეული მოქალაქის აცრის შემდეგ დამატებითი ანაზღაურება ჩაერიცხებათ“ - თამარ გაბუნია

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა უცვლელი რჩება“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამოქმედებულია ექიმებისა და ექთნების ფინანსური სტიმულირების სქემა, რომელიც თითოეულ აცრილ მოქალაქეზე მათთვის გარკვეული თანხის ჩარიცხვას ითვალისწინებს.

მისი განმარტებით, აღნიშნული სქემა ექიმისა და ექთნის მიერ 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კონსულტაციის ჩატარებისა და აცრის შემთხვევაში იმუშავებს.

„ჩაითვალა, რომ ფინანსური წახალისება ოჯახის ექიმებისთვის იქნება კიდევ უფრო მეტად აქტიური, იმისთვის, რომ მათი მცდელობაც მეტად ინტენსიური გახდეს.

ოჯახის ექიმებისა და ექთნების წახალისების სქემა პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ მათ ჩაატარონ კონსულტაცია და აუხსნან 60 წლის ზემოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის სიკეთეები, გვერდითი მოვლენები და ა.შ. ამისთვის განსაზღვრული თანხაა 20 ლარი, საიდანაც 80% უნდა მოხმარდეს ექიმებისა და ექთნის ანაზღაურებას და 20% შეიძლება დაიხარჯოს ადმინისტრაციულ რესურსზე.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აიცრება, ექიმი და ექთანი მიიღებს ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს, ხოლო მეორე აცრის შემდეგ, მეორე ნახევარს. ეს არის შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სქემა, რომელიც ითვალისწინებს, მხოლოდ შედეგის დადგომის შემდეგ ანაზღაურებას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ აგრეთვე:

📣 ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა

📣ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

📣აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა