მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქორწილები და ქელეხები კვლავ აკრძალული რჩება

ღია სივრცეში საქორწილოდ გაფორმებული მაგიდები და სკამები

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში სარიტუალო ღონისძიებები კვლავ აკრძალული რჩება“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ისევ აკრძალული რჩება. კვების ობიექტების და სარიტუალო დარბაზის მფლობელები პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან 10 000 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა “, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

👉 „ნუ შემოვიღებთ მკაცრ შეზღუდვებს, მაგრამ მივაღწიოთ არსებული რეგულაციების მკაცრ კონტროლს