ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი დავით ლობჟანიძე თადარიგის პოლკოვნიკის გოჩა ბერიძის მიმართვას ეხმიანება, რომელიც მის ყოფილ თანამშრომლებს უბრძანებს, არ შეასრულონ შს მინისტრის მიერ გაცემული ბრძანებები და 4 ოქტომბერს დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები.
როგორც ლობჟანიძე აღნიშნავს, საინტერესოა, „რა „ბრძანებებს“ გასცემს სამშობლოდან გაქცეული კაცი“. ის ბერიძეს მიმართავს, რომ რა მორალური უფლება აქვს ასე ესაუბროს და შეურაცხყოფა მიაყენოს პოლიციელებს, რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას.
„მე, როგორც ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი მივმართავ გოჩა ბერიძეს, ჩავიდეთ საქართველოში, იქიდან გაეცი ე.წ. ბრძანებები და შევხედოთ ვის რისი თავი გვაქვს! რა „ბრძანებებს“ გასცემს სამშობლოდან გაქცეული კაცი, ვის რას მოუწოდებ, ან რა მორალური უფლება გაქვს ასე ესაუბრო და შეურაცხყოფა მიაყენო პატრიოტ და ვაჟკაც პოლიციელებს, რომლებიც იცავენ ჩვენს ქვეყანას! ზუსტად იმიტომ, რომ ღვთის და ქვეყნის წინაშე არიან პასუხისმგებლები ჩვენი გმირები და იცავენ ეროვნულ ინტერესებს, დგანან იქ სადაც უნდა იდგნენ - სიმართლის და ისტორიის სწორ მხარეს!“, - წერს ლობჟანიძე.