მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორ შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, ყურს არ გაეგონება“ - მეუფე ნიკოლოზი ბერ იოანეზე (ვიდეო)

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი თავკვეთულას მონასტრის ბერის იოანეს მხრიდან „ტელეკომპანია“ ფორმულას ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ბერ იოანეს მძიმე წარსული აქვს, თუმცა ახლა განდეგილია და ჟურნალისტებს დაუკითხავად მისვლის უფლება არ ჰქონდათ.

სასულიერო პირი ამბობს, რომ არ ამართლებს ბერ იოანეს. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სანამ ბერ იოანეს დაიახლოვებდა, მას ბევრად უფრო მძიმე ლექსიკა ჰქონდა.

„ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. სანამ ეს ადამიანი დავიახლოვე, მისი ლექსიკა ბევრად უფრო მძიმე იყო. ფსიქიკური ზიანი ჰქონდა ამ ადამიანს და ვცდილობ მის წამოყვანას. თქვენი ჟურნალისტი იქ როგორ გადავიდა იცით? ხიდი არის იქ გაკეთებული, რომელიც წელს გაგვიკეთა ხელისუფლებამ. ეს ხიდი ახლა გაკეთდა. მდინარეზე ამ ხიდის გარეშე ვერ გადახვალ.

5 წელია ეს ბერი იქ ცხოვრობს მარტო, ტურები, მგლები, ძროხები .... უნგრევენ ყველაფერს. გველიც შემოეხვია ერთხელ ფეხზე. ასე ცხოვრობს ამ ქვეწარმავლებში და ამ ყველაფერში, მშიერი.

ეს ადამიანი პირადად მე ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამოვიყვანე და დავასახლე იქ, სადაც ადამიანები არ არიან. იმიტომ რომ მძიმე წარსულის ადამიანია. საკუთარი სახლი გაყიდა და იმ ფულით რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებს.

თქვენი ჟურნალისტები მიდიან და სპეციალურად ცდილობენ ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ. ცუდი სიტყვების მოსმენა არავის სიამოვნებს. როგორ შემიძლია ვთქვა, რომ კარგია რაც ილაპარაკა. ყურს არ გაეგონება ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანს, რომ გამოიყვან მდგომარეობიდან და ამის ტირაჟირებას მოახდენ, სწორედ ეს არის კანონდარღვევა. თორემ ეს ადამიანი ნამდვილად ძალიან ცუდად მოიქცა. განდეგილია, საერთოდ არ შეიძლება იქ მისვლა“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა „ფორმულასთან“ საუბარში.

ინფორმაციისთვის, თავკვეთულას მონასტრის ბერმა იოანემ „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.