მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამედიცინო უნივერსიტეტში პრაქტიკული სწავლება დასწრებითი ფორმატით ჩატარდება

სამდიცინო ხელსაწყო

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, გამონაკლისის სახით, სამედიცინო უნივერსიტეტში პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება დასწრებითი რეჟიმით ჩატარდება.

„ყველა უნივერსიტეტს სწავლის დაწყების თავისი თარიღი გააჩნია და თავისი აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს. ყველა იწყებს, როცა მათ აქვთ გაცხადებული, ხოლო 4 ოქტომბერს ვნახავთ სიტუაციას, სად როგორი იქნება დადებითობის მაჩვენებელი და ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი გადაწყვეტილება.

ერთადერთი გამონაკლისი არის სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები აწარმოონ დასწრებითი ფორმატით.

ოღონდ ამ პროცესში მონაწილე ყველა ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. მინდა აღვნიშნო, რომ თეორიული მეცადინეობა მათთვისაც იქნება დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

⭕ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

⭕ საბავშვო ბაღები არ იფუნქციონირებენ 4 ოქტომბრამდე