მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

100, 200 და 300 ლარი - ვინ რა დახმარებას მიიღებს?

ფულადი დახმარება

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა. პროგრამის საერთო ბიუჯეტია 545 მლნ ლარი. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა - 500 ათას პირზე მეტი. ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული. 

აღნიშნულ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი.

კომუნალური ხარჯების სუბსიდირება

ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით (4 თვის განმავლობაში) მთავრობა მოსახლეობის კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას იწყებს. სუბსიდირება იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ 200კვტ/მ3 -ზე მეტი არ იქნება გამოყენებული. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა -1 მილიონი ოჯახი. გათვალისწინებულია 270 მლნ ლარი.

ვინ მიიღებს თვეში 100 ლარიან დახმარებას?

100 ლარიანი დახმარება (6 თვე)

65-დან 100 ათას სოციალურ ქულამდე მყოფი ოჯახები იანვრიდან, თვეში საშუალოდ 100 ლარის ოდენობით (ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით) დახმარებას მიიღებენ 6 თვის განმავლობაში.

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა 72 ათასამდე ოჯახი (220 ათასამდე პირი), ბიუჯეტი - 55 მლნ ლარი.

0-დან 100 000 ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე შვილი, 6 თვის განმავლობაში მიიღებენ თვეში 100 ლარს (იანვრიდან ივნისის ჩათვლით).

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა - 24 ათასი ოჯახი. ბიუჯეტი - 15 მლნ ლარი.

ვინ მიიღებს 200 ლარიან დახმარებას?

200 ლარიანი დახმარება სამსახურდაკარგული პირებისთვის (6 თვე)

ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, ვინც სამსახურს დროებით დაკარგავს, 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა - 125 000 პირი. ბიუჯეტი - 150 მლნ ლარი.

ვინ მიიღებს 300 ლარიან დახმარებას?

300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება

ერთჯერადი დახმარება იმ ობიექტებში დასაქმებული პირებისა და ინდ. მეწარმეების სასარგებლოდ, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდებათ დეკემბერსა და იანვარში დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შედეგად.

ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობაა - 100 ათასი. ბიუჯეტი - 30 მლნ ლარი.

18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის გაიცემა 100 ლარიანი დახმარება (6 თვე)

ბენეფიციარების რაოდენობაა - 43 ათასი პირი. ბიუჯეტი - 27 მლნ ლარი.

საბანკო სესხების გადავადების შესაძლებლობა ექნებათ იმ ობიექტებში დასაქმებულ პირებს, რომელთა საქმიანობა იზღუდება დეკემბერი-იანვრის განმავლობაში.

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 2 თვის განმავლობაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔰 შეზღუდვები, რომელიც საქართველოში ამოქმედდა

🔰 ზოიძე: ჩვენს ქვეყანას ცეცხლი უკიდია, 1 თვეში ხანძარი უნდა ჩავაქროთ