წარმოიდგინეთ მასშტაბები – რა თანხებს ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები უცხოეთში ლობიზმში?! ჯო უილსონი დღეს პოსტებით „ჟონგლიორობს“, ხოლო სადღაც უცხოურ პრესაში იწერება, თითქოს სააკაშვილი „მოკლეს“ და დემოკრატია საფრთხეშიაო. ახლა დაფიქრდით: ოფიციალურად, დოკუმენტებით დადასტურებულად, რამდენი უჯდებათ მსგავსი „ლუზერების„ დაქირავება? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე FARA-ს მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციას.
ქადაგიძის თქმით, როდესაც ამხელა თანხებს უხდის „ნაციონალური მოძრაობა“ ლობიზმში ჯო უილსონს მხოლოდ პოსტებისთვის და ფოტოებისთვის ეს ყოველივე აჩენს ეჭვს, თუ რამდენად დიდი თანხებია დახარჯული უფრო მაღალი დონის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებში.
„ფარაზე“, ლობიზმზე და მოღალატე ქართველებზე ბევრი ითქვა და კიდევ ბევრს დაწერენ, მაგრამ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი მინდა შეგახსენოთ: წარმოიდგინეთ მასშტაბები – რა თანხებს ხარჯავდა ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები უცხოეთში ლობიზმში?! ჯო უილსონი დღეს პოსტებით „ჟონგლიორობს“, ხოლო სადღაც უცხოურ პრესაში იწერება, თითქოს სააკაშვილი „მოკლეს“ და დემოკრატია საფრთხეშიაო.
ახლა დაფიქრდით: ოფიციალურად, დოკუმენტებით დადასტურებულად, რამდენი უჯდებათ მსგავსი „ლუზერების“ დაქირავება? თუ უილსონთან ფოტოს გადაღება და ერთი პოსტი მილიონებად ფასობს, წარმოიდგინეთ, რა თანხები იხდებოდა ბორელის, კუბილიუსის, ევროპარლამენტარებისა და ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებებში?! გახსოვდეთ, რომ კოლოსალური შავი ფული იხარჯებოდა წლების განმავლობაში – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჯერ სასამართლოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია, მერე „არა რუსულ კანონს“, ბოლოს – „არა რუსულ მთავრობას“.
ეს ყველაფერი ერთ სქემაში ჯდება: უცხოეთის გავლენის აგენტები მუდმივად ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. და მაინც – ამ ზეწოლას საქართველომ განსაკუთრებით 2022 წლიდან გაუძლო, როცა ღია კონფრონტაცია დაიწყო და როცა აშკარად გამოჩნდა, ვინ დგას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
დღეს კი, სახელმწიფოს მკაცრი სამართლებრივი ძალისხმევითა და საზოგადოების მაქსიმალური სიფხიზლით, სრულიად იდენტიფიცირებულია უცხოეთის გავლენის აგენტურა საქართველოში. შესაბამისად - ექსტრემიზმს არავინ აფინანსებინებს ქვეყნის შიგნით და ერთადერთი გზა დარჩენიათ - ქვეყნის გარეთ იწანწალონ დახმარების ძიებაში!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.