საზოგადოება

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან დიდი შეცდომაა, რომ ქვეყანაში კლინიკების 85% კერძოა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1606502912
დაკოპირებულია

„ჩვენ შეგვეძლო უკეთესად მოვმზადებულიყავით სანამ ფორა გვქონდა. ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად, წინასწარ იუველირული სიზუსტით, უნდა ყოფილიყო დათვლილი ყველაფერი და მე ამ პათოსს ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტიპის ქვეყანაში ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ კლინიკების 85% კერძო მფლობელობაშია. ასეთი რამ მსოფლიოში არსად არ ხდება, აშშ-ის გარდა და ახლა ვიმკით ამის შედეგს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას, საწოლფონდთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის სისტემების შესაძლებლობები შეუსაბამოა.

როგორც მან აღნიშნა, არასწორი მიდგომაა, რომ საქართველოში სტაციონარული სექტორი ორ ჯგუფად არის დაყოფილი.

„ჩვენ ეს მიდგომა ავირჩიეთ, რომ გვაქვს კოვიდ-კლინიკები და კოვიდისგან თავისუფალი საავადმყოფოები, რაც არასწორია. ექიმის გადასახედიდან, ეს არის არასწორი, რადგან ყველა კლინიკას შეუძლია სამედიცინო დაცვის საშუალებებით და ღია ჰქონდეს კარი ინფიცირებული პაციენტებისთვის. ამერიკასა და ევროპაში კლინიკების ძირითად ნაწილს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოყოფილი აქვს ადგილი“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

👉 ინფორმაციისთვის, 27 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 4 708 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

👉ჯამში გამოვლენილია 12 3470 შემთხვევა, რომელთაგან 102 270 ადამიანი განიკურნა, 1 161 კი გარდაიცვალა.

ჩინეთი

ჩინეთში კორონავირუსზე ტესტირება, უკანა ტ...

ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

1611757957

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, სკოლები ბრიტანეთში 8 მარტამდე ვერ გაიხსნება. ამის შესახებ  mirror.co.uk იუწყება. 

1611757142

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

1611755815

მოსკოვის მერიის გადაწყვეტილებით, დღეიდან ღამის კლუბებს, რესტორნებს, დისკოთეკებს, კარაოკეებს და მსგავსი ტიპის სხვა ობიექტებს მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ Meduza იუწყება. 

1611755101

ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, ესტონეთისა და სლოვენიის პირველი დიპლომატები, დავით ზალკალიანს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ, - ამის შესახებ  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1611754272
ირაკლი კობახიძეს, ძალიან
დიდი ავტორიტეტი აქვს
ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეაში

გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძეს, ძალიან დიდი...

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არა ერთი ვიცე-პრეზიდენტი არის. ჩვენ გვეამაყება ის გარემოება, რომ გუშინ ირაკლი კობახიძე ხელმეორედ იქნა არჩეული ამ ძალიან მნიშვნელოვან და პრესტიჟულ პოზიციაზე თუმცა, ეს პოზიცია პირდაპირ არ განაპირობებს იმ ვალდებულებას, რომ ვიცე-პრეზიდენტი უნდა წარუძღვეს კონკრეტულ სესიას. ეს ხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სწორედ დღეს, ირაკლი კობახიძეს შესთავაზეს ისეთი მნიშვნელოვანი სესიის წაყვანა, რომელიც კოვიდ 19-ის გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას ეხებოდა“, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

საფლავები QR კოდით - სერვისი რომელიც თურ...

თურქეთში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, საფლავები რომლებზეც QR კოდია განთავსებული. ამის შესახებ „hurriyetdailynews“ წერს.

მამუკა მდინარაძე: გეამაყება, როდესაც ხედ...

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ევროსაბჭოს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ირაკლი კობახიძის გამოსვლას ეხმაურება. 

თბილისის სტაბილურ წყალმომარაგებას საფრთხ...

კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შედეგად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის კონტრაქტორი მძღოლები მზად არიან გააგრძელონ მუშაობა და შეასრულონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.