მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ფოთის ახალგაზრდული ცენტრი აღადგინა და მას ავთენტიკურობა სრულად შეუნარჩუნდა, პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა

ფოთის ახალგაზრდული ცენტრი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ფონდი „ქართუს“ მიერ ფოთის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციას ეხმაურება.

„ფონდი „ქართუ“-ს მორიგი ქართული საქმე. ფოთის ახალგაზრდული ცენტრი განთავსებულია შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ისტორიული შენობა ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აღადგინა და მას ავთენტიკურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა“, - წერს დეპუტატი.