მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ნიკა მელიასთვის ამნისტია მიუღებელია“ - ადვოკატი

სუსმა გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მელიას პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეცვლილა და მისთვის ამნისტია მიუღებელია.

ადვოკატის თქმით, მელია მიიჩნევს, რომ გამოსასყიდი არავის მიერ არ უნდა იქნეს გადახდილი.

„ნიკა მელიას პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით ბუნებრივია არ შეცვლილა, მისთვის მიუღებელია ამნისტია იმ შინაარსით რა შინაარსითაც გააჟღერეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. ნიკა მელიას პოზიცია არის, რომ გამოსასყიდი ცალსახად და არა გირაო, არ უნდა იქნეს გადახდილი არავის მიერ“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „დაველოდები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ამის შემდეგ მივიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას“ - სამადაშვილი

🔴 „ჩვენთვის ნიკა მელიას 40 ათას ლარიანი გირაო არაფერს წარმოადგენს, აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე“ - ქადაგიშვილი