საზოგადოება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეები, 5 დღიანი კარანტინის ნაცვლად, ტესტირებას დაექვემდებარებიან

ენგურის ხიდი გაიხსნა
1618394350
დაკოპირებულია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება, კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენით ტესტირებას დაექვემდებარებიან, ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასევე წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს.

აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს.

საბჭომ ყურადღება გაამახვილა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების კუთხით არსებულ ტენდენციაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა საჭირო არ გახდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ამ მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის სწორად გამოყენების აუცილებლობას, სოციალური დისტანციის დაცვასა და ხალხმრავალი შეკრებების, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზების თავიდან აცილებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები მკაცრად აკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 291 214 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 683 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 901 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 338 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 546 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

რუსეთის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე მურახოვსკი, რომელიც ნადირობისას რამდენიმე დღის წინ ტყეში დაიკარგა, ნაპოვნია. ამის შესახებ rbc.ru Telegram-канал Baza-ზე დაყრდნობით იუწყება.

1620629750

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

1620629728

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629319

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

1620628826
ავღანეთში თავდასხმა
ავტობუსზე

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიანი ემს...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის ს...

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა აღიარა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რუსეთში ომსკის ჯანდაცვის მინისტრს ეძებენ

როგორც რუსული „დოჟდი“ იუწყება, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი გაუჩინარდა.

მეუფე ნიკოლოზი: 11-ჯერ თუ შეეცდება ვინმე...

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თავად გამოიყვანა მეუფე ანტონი მწყობრიდან და სწორედ ამის მიზეზი იყო, ის რაც ვიხილეთ.