„წერტილოვანი შეზღუდვების გარდა, რა თქმა უნდა, მოქალაქეების ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზეც უნდა ვიფიქროთ. დაახლოებით, 1 წელია უკვე ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ კრიზისში ვართ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვების 10 დღიანი შემსუბუქების პერიოდში ძირითადი შეზღუდვები მაინც ძალაში რჩება, რადგან ადამიანების მობილობა არ გაიზარდოს. ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის დაწესებულება, რომელიც ამ 10 დღის განმავლობაში გაიხსნება.
„სამ კვირაზე ოდნავ მეტი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები რეალურად აგდებს მობილობას. შემსუბუქების პერიოდში უმკაცრესად გაკონტროლდება ყველა ის დაწესებულება, რომელიც გაიხსნება. 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე უქმე დღეები იქნება, 15 იანვარი პარასკევია, რასაც 18 რიცხვამდე შაბათ-კვირა ებმება. ამას თავისი დატვირთვა აქვს, ფაქტობრივად ადამიანებს 3 კვირა აქვთ, რომ თავიანთი გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ.
შემსუბუქების პერიოდში რამდენიმე სისტემურ შეზღუდვას მაინც ვინარჩუნებთ. ეს არის მაგალითად 21:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა, რესტორნების არ გახსნა, რაც მობილობის გარკვეულ დაბალ დონეს შეინარჩუნებს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
⭕რა შეზღუდვები არ იმოქმედებს ახალი წლის პერიოდში?
⭕ ცნობილია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი
მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.
რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.
ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.
2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.