შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შრომის ინსპექციასთან ერთად, სასტუმრო „ვინოტელში“ შედიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, მიიღებენ შესაბამის ზომებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც გადაადგილების შეზღუდვა დაარღვია.
„ახლა შევდივართ შსს, შრომის ინსპექციასთნ ერთად, დაჯარიმების მიზნით. დანარჩენს, შიგნით გავერკვევით ვთარებაში და მოგახსენებთ. ვინც დაარღვევს გადაადგილების შეზღუდვას, ყველაზე მივიღებთ შესაბამის ზომას“, - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
სასტუმრო „ვინოტელთან“ სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ისინი ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.
აგრეთვე იხილეთ:
📌ელენე ხოშტარია: კომენდანტის საათის დროს ვერ უნდა ბედავდეს [პოზნერი] საქეიფოდ სიარულს