„გამოვლინდა სამართალდამრღვევი, რომელიც არის იურიდიული პირი“,- განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც სასტუმრო „ვინოტელში“ იმყოფებოდა.
მისი თქმით, შრომის ინსპექციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და გამოავლინა კანონდარღვევა.
„მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციისთვის გახდა ცნობილი, რომ ობიექტზე მიმდინარეობდა დადგენილებით აკრძალული ქმედება, შრომის ინსპექციამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება. გამოვლინდა სამართალდამრღვევი, რომელიც არის იურიდიული პირი. შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნულ ობიექტს მიეცა გაფრთხილება, დაშალოს შესაბამისი ღონისძიება და განმეორებით აღნიშნული ქმედების გაგრძელებისთვის იქნება შესაბამისი სანქცია გამოყენებული. შესაბამისი მასალები გადაეცემა შსს-ს“,- აღნიშნა ინსპექტორმა.
ინსპექტორის განმარტებით, ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცნობილ რუს ჟურნალისტსა და შოუმენს, ვლადიმირ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.
„აღნიშნულ პირს, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში“, - აცხადებენ უწყებაში.