მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Aljazeera: ჩინური ვაქცინა მსოფლიოს მოედო

ჩინური ვაქცინა

Aljazeera ჩინურ ვაქცინაზე წერს და აცხადებს, რომ ჩინური პრეპარატი მის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად „მთელ მსოფლიოს მოედო“. 

ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის მსოფლიოს ქვეყნებს ვაქცინის 500 მლნ დოზა მიაწოდოს. „მაშინ, როდესაც აშშ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაციაზე გაამახვილეს ყურადღება, ჩინეთმა მსოფლიოსთვის ნახევარი მილიონი დოზის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო“ - წერს Aljazeera.

ამ დროისთვის Associated Press-ის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინის Sinopharm-ის მეშვეობით აცრა 40-ზე მეტ ქვეყანაში დაიწყო.

ევროპის პირველი ქვეყანა, სადაც ჩინური ვაქცინის მოსახლეობის აცრა დაიწყო, სერბეთია. იქ ვაქცინის 2,6 დოზა შეტანილი, რომელიც დიდი ნაწილი ჩინურია. ევროკავშირსა და აშშ-ში ჩინეთში წარმოებული ვაქცინის ავტორიზაცია არ მომხდარა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ვაქცინა Pfizer-ს და Moderna-ს ჩამორჩება, მაგრამ მასაც სერიოზული გვერდითი მოვლენები არ უფიქსირდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „სად არის ვაქცინა“ - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

🔅 თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს