მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ინფექციურის დირექტორი
1614761512
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხი ოპოზიციის, მედიის, საზოგადოების ნაწილისა და რიგი ექიმების წინააღმდეგობის გამო არ დადგა.

„ზუსტად იგივე ანგაჟირებულმა ტელევიზიებმა, პოლიტიკოსებმა, ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რიგმა ექიმებმა, გახსოვთ როგორი შეშფოთება გამოთქვეს. ახლა, როცა ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო ჩვენმა მეზობელმა და ასევე მსოფლიოში სხვა ბევრმა ქვეყანამ, ამას შეცდომად გვითვლიან“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, თუ შეზღუდვების მოხსნას შესაძლოა ინფიცირების შემთხვევების გარკვეული მატება მოჰყვეს.

„შეიძლება შეზღუდვების მოხსნამ გარკვეული მატება გამოიწვიოს, მე მომხრე ვიყავი ეტაპობრივი მოხსნის. თუ დავიცავთ რეგულაციებს, მაშინ შეზღუდვების მოხსნას ადვილად გადავიტანთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე

„შეზღუდვების მოხსნამ, შესაძლოა, ინფიცირების მატება გამოიწვიოს“ - ცერცვაძე

Aljazeera: ჩინური ვაქცინა მსოფლიოს მოედო