მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC: რამდენად საშიშია Covid-ის ახალი შტამი?

კორონავირუსის ახალი შტამი

რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებს განსხვავებული აზრები აქვთ. მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ ვირუსი უფრო საშიშია, რადგანაც გაცილებით მარტივად ვრცელდება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ რამდენად საშიშია ახალი შტამი „ჩვეულებრივ“ კორონავირუსზე, ამას დამატებითი დაკვირვება სჭირდება და დადასტურებით არაფრის მტკიცება არ შეიძლება.  ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

„თავად ფრაზა „მუტირებული ვირუსი“ ან „ვირუსმა მუტაცია განიცადა“ ძალზე საშიშად ჟღერს. სინამდვილეში ეს ყველა ვირუსს ახასიათებს. ის ცდილობს ადამიანის ორგანიზმს უფრო შეეგუოს, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმისთვის უფრო საშიში ხდება. ასევე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ახალი ტიპის ვირუსი ვაქცინების წინააღმდეგ უფრო მდგრადი აღმოჩნდება ან ვაქცინა მის წინააღმდეგ სრულიად არაეფექტიანი იქნება“ - წერს BBC.

ამავე სტატიის მიხედვით, მეცნიერები ვირუსზე დაკვირვებას განაგრძობენ და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაატარებენ. „კორონავირუსმა მართლაც მრავალი სახის მუტაცია განიცადა, ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ ველოდით და ზოგიერთი მათგანი ძალზე საინტერესოა“ აცხადებს UK Genetics Consortium-ს პროფესორი ნიკ ლომანი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსმა, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ აღმოაჩინეს, ამ ხნის განმავლობაში 25 მუტაცია განიცადა. გამორიცხული არ არის, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუტაცია განიცადოს, რათა ვაქცინის მიმართ მდგრადი აღმოჩნდეს, სწორედ ამიტომ მეცნიერები უნივერსალური ვაქცინების შექმნას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტს ერთდროულად კორონავირუსის ყველა შტამის მიმართ შექმნის. „გასათვალისწინებელია ის ვარიანტიც, რომ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსმა ისეთი სახის მუტაცია განიცადოს, რომ ის ვაქცინის მიმართ მდგრადი გახდეს და ჩვენ ვაქცინაცია მეორედ, ან, შესაძლოა, მესამედ დაგვჭირდეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ“ - წერს BBC.

იხილეთ აგრეთვე:

🔆 კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა

🔆 რას ამბობს WHO კორონავირუსის ახალ ვარიანტზე?