მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებენ ევროპის ქვეყნები?

ახალი წელი და კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ევროპის ქვეყნები ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან. BBC-ის ცნობით, შობის მოახლოებასთან ერთად, მთავრობებს უჭირთ გადაწყვიტონ, მოხსნან თუ გაამკაცრონ დაწესებული შეზღუდვები. 

იტალია

ბევრი იტალიელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებზე მიდის. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოსახლეობას ამ ტრადიციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს”, - აღნიშნა მან.

ეს ნიშნავს, რომ ალპებსა და დოლომიტებში პოპულარული სათხილამურო კურორტები, სავარაუდოდ, მილიარდობით ევროს დაკარგავენ, რომელსაც სადღესასწაულო დღეებში იღებდნენ.

კონტე ევროპულ ქვეყნებს შორის სათხილამურო კურორტების დახურვისა და სხვა ზომების შესახებ კონსენსუსის მიღწევას ცდილობს.

საფრანგეთში სათხილამურო კურორტები ასევე დაკეტილი დარჩება და გერმანიის ბავარიის შტატის ლიდერი მხარს უჭერს დროებით დახურვას, მაგრამ ავსტრიის ტურიზმის ოფიციალური წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ შეუძლიათ დღესასწაულზე დაიცვან უსაფრთხოება 7 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ისინი არ ეთანხმებიან იტალიის გეგმას. შვეიცარიაში სათხილამურო კურორტები უკვე გახსნილია.

იტალიის ბევრი რეგიონი ნაწილობრივ იზოლირებულია და მათ შორის გადაადგილება შეზღუდულია. ეს ზომები ძალაშია 3 დეკემბრამდე, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის განკარგულების თანახმად, ამ თარიღის შემდეგ წესები შეიძლება შემცირდეს.

საფრანგეთი

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, საყოველთაო იზოლაციის შემდეგ, შეზღუდვების შესუსტება 28 ნოემბრიდან დაიწყება. მაგრამ იზოლაციის ზომების უმეტესობა ძალაში 15 დეკემბრამდე დარჩება.

მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები შობისთვის გაიხსნება და საკურორტო სეზონზე ადამიანები შეძლებენ თავიანთი ოჯახების მონახულებას.

„ჩვენ შევძლებთ ნებართვის გარეშე მოგზაურობას, მათ შორის რეგიონებს შორის”, - აღნიშნა მაკრონიმ სატელევიზიო მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ოქტომბრის ბოლოდან მეორე საყოველთაო კარანტინის ქვეშ იმყოფება. მაგრამ 15 დეკემბერს მასშტაბით კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება. ამასთან, კომენდანტის საათი აღარ იმოქმედებს შობისა და ახალი წლის ღამეს.

მიუხედავად შეზღუდვებისა პარიზსა და სხვა ქალაქებს საახალწლო განათებები ამშვენებს.
რესტორნები და სკოლები მინიმუმ 20 იანვრამდე არ გაიხსნება. ბარები, კაფეები და ღამის კლუბები კი გაურკვეველი დროით დაკეტილი რჩება.

რელიგიური რიტუალები დაშვებული იქნება 28 ნოემბრიდან, რომელზე დასწრებაც მხოლოდ 30-მდე ადამიანს შეეძლება.

პრეზიდენტმა მაკრონიმ განაცხადა, რომ სათხილამურო კურორტების გახსნა იანვარში შეიძლება „ხელსაყრელ პირობებში“, თუმცა იტალიის პრემიერ-მინისტრის ევროპულ შეთანხმებას დაუჭირა მხარი.

გერმანია

სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, გერმანიის 16 შტატის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საშობაო პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის შესაძლებლობა შეიზღუდოს.

1-ლი დეკემბრიდან მხოლოდ ორი ოჯახისა და მაქსიმუმ ხუთი ადამიანის შეკრება იქნება დაშვებული. შეზღუდვა 14 წლამდე ბავშვებზე არ გავრცელდება.

აღნიშნული წესი შესაძლოა 23 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე შესუსტდეს და 10-მდე ადამიანის შეხვედრა დაიშვას. ასევე შეიძლება გაიზარდოს შეკრებილი ოჯახების რაოდენობა.

გეგმა ასევე ითვალისწინებს დისკუსიას „რელიგიურ თემებთან და რელიგიურ მსახურებებთან დაკავშირებული კონტაქტის შემცირების ზომებს“.

ქვეყანაში ბარები, რესტორნები და გასართობი ადგილები დაკეტილია, მაგრამ სკოლები და მაღაზიები ღიაა. სავარაუდოდ, ასე იქნება სადღესასწაულო პერიოდშიც.

რაც შეეხება კონკრეტულად ახალ წელს, შეზღუდულია სადღესასწაულო ფოიერვერკის მოწყობა.

ესპანეთი

გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის მთავრობა გეგმავს საახალწლო პერიოდის აღნიშვნისას მოქალაქეების შეკრების შეზღუდვა 6 ადამიანით განსაზღვროს.

ის რეკომენდაციას იძლევა, რომ საშობაო პერიოდში საზოგადოებრივი ღონისძიებები რესტორნის ტერასებზე ან სხვა გარე სივრცეებში ჩატარდეს.

ესპანეთის მოსახლეობა 5 იანვრის საღამოს, ტრადიციულად, სამი მეფის დღესასწაულს აღლუმით აღნიშნავს და მთავრობა მისი ჩატარების რეკომენდაციას არ გასცემს.

კატალონიის მთავრობა იმედოვნებს, რომ შობას 10-მდე ადამიანის შეკრებას დაუშვებს. „ჩვენ თავად მივიღებთ გადაწყვეტილებებს,” - აღნიშნა რეგიონის სპიკერმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 როგორ აღნიშნავს საქართველო ახალ წელს პანდემიის პირობებში - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

👉 იქნება თუ არა შესაძლებელი ზამთრის კურორტებზე დასვენება - თურნავას განმარტება

👉 როგორ მოვიქცეთ, როცა გულის პრობლემებს COVID-19 ემატება?