მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი: კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გამიჩნდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გაუჩნდა და ორგანიზმში ანტისხეულები აქვს. ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News იუწყება.

"მე კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი გამიჩნდა და ახლა სარდაფიდან ამოსვლა შემიძლია“, - განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ის საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.

ტრამპის ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა, რომ ის სრულიად განიკურნა და შეუძლია თვითიზოლაციიდან გამოვიდეს. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ვირუსის დამარცხება მან ანტისხეულებისგან შემდგარი ექსპერტიმენტული პრეპარატის მეშვეობით შეძლო. ახლა ის მზად არის, რომ სისხლის პლაზმის დონორი გახდეს COVID 19-თან საბრძოლველად.

კორონავირუსით ტრამპის ინფიცირების შესახებ 2 ოქტომბერს გახდა ცნობილი. დონალდ ტრამპის გარდა, COVID 19-ით მისი მეუღლე მელანია ტრამპიც ინფიცირდა.