მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში რუსული ვაქცინის შეტანა აიკრძალა

უკრიანაში რუსულ ვაქცინას ვერ შეიტანენ

უკრაინის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ქვეყანაში COVID 19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინების შეტანას და მათ გამოყენებას არეგულირებს. ამის შესახებ  Reuters იუწყება. 

კანონის მიხედვით, უკრაინაში რუსეთიდან ვაქცინების შეტანა იკრძალება, მთავრობის ინფორმაციით, უკრაინაში ამჟამად Pfizer/BioNTech-ის ვაქცინების 200 000 დოზას ელოდებიან.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, შესაძლოა, რუსული წარმოების, Sputnik V -ს ვაქცინა შეიტანონ. ასევე საუბარი მიდიოდა ერთობლივი ვაქცინის შექმნის შესაძლებლობაზეც.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან უკრაინაში კორონავირუსის 1,211,593 შემთხვევა დადასტურდა. 22,479 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

პარიზში უკრაინელი მოზარდის ცემის ფაქტზე 9 პირი დააკავეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა