მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიეტნამში AstraZeneca-ს ვაქცინა დაარეგისტრირეს

ვიეტნამში ასტრა ზენეკა დაარეგისტრირეს

ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიაზე კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ნგუენ თხან ლონგამ განაცხადა, ეს პირველი ვაქცინაა, რომელიც ვიეტნამში დარეგისტრირდა. პრეპარატის პირველი პარტიის მიწოდება იქ 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. საერთო ჯამში წლის ბოლომდე ვიეტნამი ამ კომპანიის ვაქცინის 30 მლნ დოზის მიღებას გეგმავს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვიეტნამში საკუთარი ვაქცინის კლინიკური კვლევებიც მიმდინარეობს.

საუბარია Nanogen-ის და Covivac-ის ტიპის ვაქცინებზე, რომელიც ადგილობრივმა ფარმაცევტულმა კომპანიამ და ბიოლოგიური პრეპარატების ინსტიტუტმა შექმნეს.

პანდემიის დაწყებიდან ვიეტნამში, რომლის მოსახლეობა თითქმის 100 მლნ-ს შეადგენს, კორონავირუსის მხოლოდ 1,739 შემთხვევა დაფიქსირდა. 35 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე:

🔮 უკრაინაში რუსული ვაქცინის შეტანა აიკრძალა

🔮 „საქართველო იმ 12 ქვეყანას შორის არის, რომელიც „ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად საჭირო პირობას აკმაყოფილებს“ - გამყრელიძე