მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინს ჰგონია, რომ აერთიანებს რუსეთს მოსკოვის ქვეშ, მაგრამ სინამდვილეში ერთიანდება ძველი რუსეთი კიევის გარშემო“ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

„პუტინს ჰგონია, რომ აერთიანებს რუსეთს მოსკოვის ქვეშ, მაგრამ სინამდვილეში ერთიანდება ძველი რუსეთი კიევის გარშემო. აშკარაა, რომ როდესაც რუსეთის ფედერაცია დაიშლება, კიევთან ინტეგრაციას მოინდომებენ ბელარუსიც და რუსეთის დასავლეთის პროვინციები, რომლებიც ოდესღაც ძველ სლავურ ქალაქებს წარმოადგენენ,“ - ამის შესახებ  რონდელის ფონდის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც კახა გოგოლაშვილი წერს, უკრაინის დღევანდელი გერბი „ტრეზუბეცი“ ნამდვილ რუსთა სახელმწიფოს საფუძველშივე იდო. ის მეცხრე საუკუნეში კიევისა და ნოვგოროდის დიდი მთავრის ვოლოდიმირი მიერ მოჭრილ მონეტაზეა გამოსახული.

„დღევანდელი რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი შეპყრობილია იდეით, რომ კიევის რუსეთი (Киевская Русь) დღევანდელი რუსეთის (რუსეთის იმპერიის) განუყოფელი ნაწილი იყოს. თავად კი, ალბათ წარმოუდგენია, რომ მისი სახელი განგების გამო ემთხვევა კიევის დიდი მთავრის სახელს და მისი მისია მდგომარეობს იმაში, რომ კიევი - „რუსთა ქალაქთა დედაი“ (Мать городов русских), დააბრუნოს მშობლიურ წიაღში.

თუმცა რეალობა სულ სხვაა. დღევანდელ რუსეთს პეტრე პირველამდე მოსკოვია ერქვა. ის არ ყოფილა სლავების (Рус-ების) ქვეყანა. მისი მოსახლეობა შერეული უგრო-ფინური და მონღოლური წარმოშობისა იყო. მათ დაიმორჩილეს რუსეთის სლავური სამთვაროები მე-15 საუკუნეში და თავად კულტურულად ნახევრად გარუსდნენ, მაგრამ სძულდათ ყველაფერი დასავლური.

ამ დროს ნამდვილი სლავური სამთავროები ვაჭრობდნენ და მეგობრობდნენ მათ მეზობელ პოლონელებთან და ლიტუველებთან, ანუ დასავლურ ცივილიზაციებთან. მოსკოვის მეფემ ივანე მესამემ (რომელიც ამავე დროს ყირიმის ხანის ვასალი იყო), მე-15 საუკუნეში რუსული სამთავროების დაპყრობის შემდეგ მათ აუკრძალა ლიეტუვასთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობა. კიევი მან ვერ დაიპყრო და უკრაინელები პოლონელების გავლენის ქვეშ მოექცნენ.

ვლადიმერ პუტინი, ყირიმის ანექსიის გასამართლებლად ხშირად იყენებდა იმ არგუმენტს, რომ ეს ჩვენი, რუსი ხალხისთვის მაღალი სიმბილიზმის მატარებელი მხარეაო, რუსეთი იქ მოინათლაო. კი, 987 წელს ვოლოდიმირმა, დიდმა მთავარმა, ყირიმის ქალაქ ხერსონესში (რომელიც მაშინ ბიზანტიას ეკუთვნოდა) მართლმადიდებლური ნათლობა მიიღო. მაგრამ ის კიევის რუსეთის მეფე იყო და არა მოსკოვის! ასე რომ, თუ პუტინისეულ არგუმენტაციას გამოვიყენებთ, ყირიმზე სულიერი კუთხით ლეგიტიმური უფლებები უფრო კიევს აქვს ვიდრე მოსკოვს (თანამედროვე საერთაშორისო სამართალს აღარც კი ვეხები)“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი. 

მისი თქმით, პუტინი შეცდომაშია შეყვანილი და ის ვოლოდიმირი არ არის. ვოლოდიმირის თანამედროვე პროტოტიპი უფრო ვოლოდიმირ ზელენსკია.

„პუტინი კი „ცრუ-ვლადიმირად“ (лже-Владимер) დარჩება ისტორიაში. და თუ ის ცდილობს კიევის მოსკოვისთვის დამორჩილებას, მაშინ ის უფრო ივან მესამის ინკარნაცია ყოფილა (სხვათა შორის ის შეთქმულებმა მოკლეს).

მაგრამ ივანეს არ გამოუვიდა კიევის დაპყრობა, ეს მას პოლონელებმა და ლიეტუველებმა არ დაანებეს (როგორ მეორდება ისტორია!).

საინტერესო დამთხვევაა, რომ კიევის დიდი მთავრის ვოლოდიმირ რიურიკის (ვარიაგების/ვიკინგების დინასტიის) გერბი დღეს უკრაინის გერბია და არა რუსეთისა. ეს გერბი, რომელიც ჰერალდიკის პრინციპეპის შესაბამისად, ძალიან ძლიერი სიმბოლოა დღეს მოსკოვიას ებრძვის და გადატეხს კიდევაც მას“, - წერს კახა გოგოლაშვილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📣 პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს - აშშ-ის ოფიციალური პირები

📣 „ორით ნაკლები ქართველი“ - ირაკლი ოქრუაშვილი

📣 ჩინეთი „მშვიდად“ შორდება იზოლირებულ რუსეთს - CNN

📣 რა სურს პუტინს და დაასრულებს თუ არა რუსეთი ომს?

📣  რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი