მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შემდეგ ჩვენ ვდგავართ რიგში და ეს ვიცით - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

„უკრაინის შემდეგ რიგში ჩვენ ვდგავართ ეს ჩვენ ვიცით. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი კონსოლიდაცია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა პალიტრას“ ეთერში განაცხადა.  

როგორც გია ხუხაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვალში მძიმედ გამოიყურება.

„მძიმედ გამოვიყურებით არამხოლოდ ზელენსკის, არამედ მსოფლიოს თვალში. ჩვენ თუ დღეს დასავლეთიდან არ გვაკრიტიკებენ იმიტომ კი არა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქმედებებს ვერ ხედავენ, არამედ იმიტომ რომ ეშინიათ ჩვენს ხელისუფლებას რუსეთისკენ არ უბიძგონ. ჩვენი ხელისუფლება დასავლეთს შანტაჟის ენაზე ელაპარაკება. 

უკრაინის შემდეგ რიგში ჩვენ ვდგავართ ეს ჩვენ ვიცით. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება როგორც პოლიტიკური ისე საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. ამ შემთხვევაში ოპოზიციას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ, მიუხედავად იმისა რომ ისინი ბევრ პროვოკაციაზე მიდიან.

რაც შეეხება ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის თემას, პოლიტიკურად ეს ხომ შეიძლება გამხდარიყო ერთი დღე სამაგალითო პოლიტიკური კონსოლიდაციის დღე ან თუნდაც ზელენსკი, რომ გამოვიდა პარლამენტის წინ ხალხი, რომ უსმენდა ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი, რომ მისულიყო ხომ კარგი იქნებოდა.

ეს ხომ ისეთი თემაა, სადაც პოლიტიკაზე ბევრად მაღალია სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ზრუნვა, ქვეყნის მომავალზეა საუბარი...  გუშინ თანხმობა, რომ გამოეცხადებინათ, საბოლოო ჯამში მათი გადაწყვეტილება იქნებოდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📣 უკრაინის დემილიტარიზაციის საკითხზე მოსკოვი და კიევი „სადღაც შუა გზაზე არიან“ - ვლადიმერ მედინსკი

📣 რუსეთი დაუმარცხებელია, არც ეცადოთ მისი მთლიანობის დარღვევა, პასუხი მყისიერი იქნება - რამზან კადიროვი 

📣 თუ ასე გააგრძელებენ, კალაშნიკოვის ლულის მაგივრად ტანკის ლულას მოგვადებენ თავთან - გიორგი გახარია

📣 უკრაინაში ომს სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - გაერო

📣 პუტინმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს - აშშ-ის ოფიციალური პირები

📣 „ორით ნაკლები ქართველი“ - ირაკლი ოქრუაშვილი

📣 ჩინეთი „მშვიდად“ შორდება იზოლირებულ რუსეთს - CNN

📣 რა სურს პუტინს და დაასრულებს თუ არა რუსეთი ომს?

📣  რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი